ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ოფისთან ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ოფისთან ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ოფისთან ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

აქცია ლენტეხის რაიონის სამი სოფლის ხელედას, წანაშისა და ლესამის მოსახლეობამ გამართა. ისინი ხელედულას ხეობაში „ხელედულა 3“-ის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, პროექტზე უარი თქვას, რადგან ხეობა და ზოგადად ქვემო სვანეთი დაიცლება, ასევე მათი თქმით, ჰესის მშენებლობამ შესაძლოა, ეკოლოგიური კატასროფა გამოიწვიოს.

სვანეთის მოსახლეობა აქციების პერმანენტულ ჩატარებას გეგმავს.