ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ძებნილი მალტაზე დააკავეს
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ძებნილი მალტაზე დააკავეს

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ძებნილი მალტაზე დააკავეს. სამართალდამცავი უწყებები მას 16 წლის განმავლობაში ეძებდნენ. ქრისტოფერ გუს მორ უმცროსი 41 წლისაა. ის მალტაზე ბრაიან ვოტერსის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დამნაშავემ ვოტერსი სკამზე მიაბა და ორი შვილის წინ სიკვდილამდე სცემა. ინციდენტი დიდი ბრიტანეთში 2003 წელს მოხდა.

ბრიტანელი დამნაშავე მალტის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დააკავა.