ევროპის დღისთვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალური კომპოზიცია [ვიდეო]

17:13, 09.05.2021

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის მიერ ექსკლუზიურად ევროპის დღისთვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალურ კომპოზიციას.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა მის შესრულებაში, მათ შორის გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა და სხვა. კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი.

მსგავსი