ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ნაგებობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა [ვიდეო]

ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა შენობა-ნაგებობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა შემდეგი ღირსშესანიშნაობები: თბილისის სატელევიზიო ანძა, მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, ბატონის ციხე (ერეკლე მეორის მემორიალური სასახლე), რაბათის ციხე,  გორის იუსტიციის სახლი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის სახალხო თეატრი, ბათუმის ცენტრალური სტადიონი, დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ოზურგეთის დრამატული თეატრი, რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობა და სვანური კოშკი მესტიაში.

„ყოველთვის ვცდილობთ, ევროპის დღე მთელი საქართველოს მასშტაბით აღვნიშნოთ – ამიტომ, გვიხარია საქართველოს გარშემო ევროკავშირის დროშის ფერებში განათებული 12 ღირსშესანიშნაობის ნახვა, მათ შორის ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

დატოვე კომენტარი