ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის თეატრის შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის თეატრის შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ევროპის დღის აღნიშვნას ქუთაისიც შეუერთდა. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის ფასადი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

„ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ევროპის დროშის ფერებში განათებით დღეს ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მყარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს“, – განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.