ევროპის დღეებთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ევროპის დღეებთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის დღეებთან დაკავშირებით თბილისში, ევროპის მოედანზე დღეს ღამიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო, იცვლება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემაც.

„ევროპის დღეებთან დაკავშირებით, 4 მაისის 24:00 საათიდან 6 მაისის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

შესაბამისად, 5 მაისს N31, N44, N50, N55, N71, N102 და N80 მუნიციპალური ავტობუსები ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ: გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.