ევროპის ჩემპიონთა თასი ქვიშის ფეხბურთში - ბათუმის „დინამოს“ დასანანი მარცხი
ევროპის ჩემპიონთა თასი ქვიშის ფეხბურთში - ბათუმის „დინამოს“ დასანანი მარცხი

პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება ბათუმის „დინამომ“ წაგებით დაიწყო.

ბათუმელები პირველ სათამაშო დღეს მასპინძლებს, პორტუგალიურ „ნასიონალ მადეირას“ შეხვდნენ და დამარცხდნენ, თავიდან ბათუმელები ფარტენაძის, შამილაძისა და გასტონის გოლებით 3:1- ს იგებდა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 3:4.

პორტუგალიის „ნაციონალ მადეირას“ გარდა, ჯგუფში ბათუმელთა მეტოქეები არიან ბელარუსის „გროდრნოობლსპორტი“ და რუსეთის „კრისტალი“.

3 ივნისს, ბათუმის „დინამო“ „გროდნოობლსპორტს“ დაუპირისპირდება, ხოლო 4 ივნისს – რუსულ „კრისტალს“.