ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში 10 ქართველი ძიუდოისტი დარეგისტრირდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში 10 ქართველი ძიუდოისტი დარეგისტრირდა #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატს შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში 27 ნოემბერს რუსეთის ქალაქი უფა უმასპინძლებს. ტურნირისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 10 სპორტსმენი უკვე დაარეგისტრირა. კონტინენტის პირველობაზე ორთაბრძოლები კაცებში (73, 90 და +90-ში.), ხოლო ქალებში (57, 70 და +70 კგ-ში) გაიამართება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: კაცები: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (90 კგ.) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (+90 კგ.).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე 70კკგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.). შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში ბუდაპეშტში დასრულებულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა. მათ ფინალში რუსეთი 4:2 დაამარცხეს და კონტინენტის პირველობის გამარჯვებულები გახდნენ. ფინალში საკუთარი ორთაბრძოლები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ნიკა ხარაზიშვილმა (-90), სოფიო სომხიშვილმა (+78) და საბა ინანეიშვილმა (+100).

რუსეთში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ გუნდურ შეჯიბრებაში გაიმართება – ამ ფორმატით მსგავსი ტურნირი პირველად ტარდება.