საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში რუსეთი დაამარცხა და 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში რუსეთი დაამარცხა და 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთი 4:2 დაამარცხა და გუნდურ შეჯობრებაში 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ფინალში საკუთარი ორთაბრძოლები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ნიკა ხარაზიშვილმა (-90), სოფიო სომხიშვილმა (+78) და საბა ინანეიშვილმა (+100).

ეთერ ლიპარტელიანი

 

ნიკა ხარაზიშვილი

 

საბა ინანეიშვილი

 

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ნახევარფინალში საფრანგეთი ანგარიშით 4-2 დაამარცხა, შემდეგ კი მასპინძელ უნგრეთის ნაკრებს 4:3 სძლია.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა რვა მედალი აიღეს. ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100) მოიპოვეს.

ტურნირზე მეორე ადგილზე ვლადიმერ ახალკაცი (81), ალეკო მამიაშვილი (73) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი გავიდნენ.

ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გიორგი ჩიქოვანი (100), გიორგი თუშიშვილი (66) და გელა ზაალიშვილი (+100) გახდნენ.