ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში ქალთა შორის ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა
ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში ქალთა შორის ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა

საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში ქალთა შორის მეორე ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

პირველ ჯგუფიდან ნახევარფინალში როგორც მოსალოდნელი იყო ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთი და მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გუნდები გავიდნენ.

მეორე ჯგუფში კი პირველ-მეორე ადგილები ჰოლანდიისა და რუმინეთის ნაკრებმა გუნდებმა მოიპოვეს. მათ ჯგუფში, მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა ევროპის ჩემპიონი ნორვეგია.

ნორვეგიელებმა წინასწარ ეტაპზე ორი მატჩი წააგეს და მიუხედავად იმისა რომ ძირითად ეტაპზე ყველაზე კარგად გამოვიდნენ და სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, დაკარგულის ანაზღაურება ვეღარ შეძლეს და ტიტულის დათმობა მოუწიათ.

ნახევარფინალურ შეხვედრებში, რომელიც 14 დეკემბერს პარიზში გაიმართება, რუსეთი რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ფრანგები კი ჰოლანდიის ნაკრებს შეხვდებიან.