ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძემ ჰელსინკის გრანპრიზე მეექვსე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მიმდინარე გრანპრი ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნიკა ეგაძემ მეექვსე ადგილზე დაასრულა.
მან მოკლე პროგრამით გამოსვლის შემდეგ 79.45 ქულა დაიმსახურა და მეოთხე ადგილზე იყო. თავისუფალ პროგრამაში კი 149.55 ქულა მიიღო, რაც მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ვაჟთა შორის ერთეულთა თანრიგში ფინეთის გრანპრი ესტონელმა მიჰაილ სელევკომ მოიგო.