ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა და ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება იმართება.
საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში ჩინეთის გუნდი 4:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი საფრანგეთთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა.
ჩვენმა გუნდმა რეპეშაჟში ლიეტუვის ნაკრებს სძლია და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის ბრაზილიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა – ირაკლი ქავთარაშვილმა (90 კგ), თორნიკე გიგაურმა (66 კგ) და ლუკა ომანაძემ (60 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.