ძიუდო | საქართველოს ნაკრები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT

11:43, 22.11.2026

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება იმართება.

საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში ჩინეთის გუნდი 4:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი საფრანგეთთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან აგრძელებს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლიეტუვის ნაკრები იქნება.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა – ირაკლი ქავთარაშვილმა (90 კგ), თორნიკე გიგაურმა (66 კგ) და ლუკა ომანაძემ (60 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი