ევროპის ჩემპიონატზე ერთსაათიან შუალედში საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე დღეს ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა ოქროს მედალი. ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა.
მის ყულაბაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ერთად უკვე ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალიც აქვს.
ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი იყო, რომელსაც ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული. მან ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი პირველად 2013 წელს მოიგო. მეორედ კი დღეს, 17 აპრილს, თბილისში.