ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვა #1TVSPORT

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი ფალავანი – ამირან შავაძე (60კგ), ჯონი ხეცურიანი (67კგ), იური ლომაძე (72კგ), გელა ბოლქვაძე (82კგ) და გიორგი მელია (97კგ) – დაიწყებს ასპარეზობას.

სპორტსმენები ტურნირზე წინასწარ შეხვედრებს თბილისის დროით 13:00 საათიდან გამართავენ.

ამ წონით კატეგოროებში დღეს საღამოს ნახევარფინალები გაიმართება, მედლები კი 13 აპრილს გათამაშება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20:00 საათზე ფინალურ ბლოკში რამაზ ზოიძე (77კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ბრიჯაოს მოპოვების შანსს რეპეჟაშიდან ინარჩუნებს 17 წლის ვახტანგ ლოლუა, რომელიც ერთი გამარჯვების შემთხვევაში მისთვის სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.