ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 20 სპორტსმენით წარდგება.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას – დუშეთში, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გორში გადის.

დუშეთისა და გორის საწვრთნელ შეკრებებზე დასახელდა მოჭიდავეთა შემადგენლობა, რომელიც ზაგრებში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

ნუგზარ წურწუმია, ფრიდონ აბულაძე, ლერი აბულაძე, ჯონი ხეცურიანი, რამაზ ზოიძე, იური ლომაძე, გელა ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი, იაკობ ქაჯაია.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი კონტინენტის პირველობაზე შემდეგი შემადგენლობით წავლენ:

რობერტ დინგაშვილი, შოთა ფარტენაძე, ედემი ბოლქვაძე, გიორგი ელბაქიძე, ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე, ტარიელ გაფრინდაშვილი, მირიან მაისურაძე, გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი.

ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 17-23 აპრილს გაიმართება.