ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები მეორე ეტაპს იტალიასთან მატჩით გახსნის - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს დღეს იტალიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარეს, დამარცხდნენ ხორვატიასთან და საბერძნეთთან და გაიმარჯვეს სლოვენიასთან. შედეგად, გადავიდნენ მეორე ჯგუფურ ეტაპზე სადაც ექვსგუნდიან F ჯგუფში მოხვდნენ. ამავე ჯგუფში არიან ხორვატია და საბერძნეთი, თუმცა საქართველო მათ აღარ ეთამაშება. ჩვენს ნაკრებს იტალიასთან, თურქეთთან და რუმინეთთან დაპირისპირება მოუწევს.
ექვსივე გუნდს გადმოჰყვა წინა ეტაპზე მოგროვილი ქულები. პირველ-მეორე ადგილზე გასულები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშებენ.
მომდევნო მატჩები
19 იანვარი, 18:30 საქართველო-რუმინეთი
21 იანვარი, 18:30 საქართველო-თურქეთი