ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ხორვატიაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა წყალბურთში. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 5:22 დამარცხდა.
იტალიელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში, პირველივე მეოთხედში შეძლეს უპირატესობის მოპოვება და შეხვედრის ბოლომდე თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვიათ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა – საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა პირველობის ერთ-ერთ ფავორიტთან დიდი ანგარიშით წააგო.
ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. შეხვედრა 6 იანვარს 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავზებთ.
საქართველო-იტალია 5:22
გოლები: ვასიჩი, პიეშივაცი (2), ახვლედიანი, ბითაძე – დი ფულვიო (5), დი სომა, კანელა (2), ფონდელი (5), რენზუტო (2), მარზიალი, კონდემი (4), ბრუნი, დოლჩე.