ევროპის ჩემპიონატი თუშიშვილმაც მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო დღეს ტატამზე შვიდი ქართველი ძიუდოსტი გამოდის. ტურნირზე მედლები მამაკაცებსა და ქალებში ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება. 

ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც თურქი ქემალ ერდოღანი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა – ვარლამ ლიპარტელიანმა (100), ლაშა ბექაურმა (90) და ლევან მატიაშვილმა (+100) კონტინენტის პირველობა გამარჯვებებით დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე დღე კი ჩვენი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.