ვარლამ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო დღეს ტატამზე შვიდი ქართველი ძიუდოსტი გამოვა.

ტურნირზე მედლები მამაკაცებსა და ქალებში ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება. 100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში თურქი ძიუდოისტი დაამარცხა. იგი მეორე წრეში რუმინელ ან პოლონელ სპორტსმენს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე დღე კი ჩვენი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.