ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა  #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა  #1TVSPORT

წარმატებით იასპარეზა კიშინეუში მიმდინარე ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატზე ქართველმა რევაზ დავითაძემ, რომელმაც სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა – ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.

მან ატაცში 167, 171 და 174 კილოგრამი დაძლია. აკვრაში – 201 და 205. რევაზი მხოლოდ ბულგარელ კარლოს ნასარს ჩამორჩა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა: ატაცში 188 კილოგრამი ასწია, აკვრაში – 229 (ორჭიდში 417).

ამავე წონაში ირაკლი გობეჯიშვილმა ატაცში თავი 166 კილოგრამს გაართვა, აკვრაში კი – 194-ს და ორჭიდის ჯამში მე-5 ადგილზე გავიდა.