ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | ბაქარ თურმანიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

18:00, 21.04.2025

მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვეს. +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაქარ თურმანიძემ ატაცში სამივე წონა დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიგო.

მან ჯერ 177 კილოგრამი ასწია, შემდეგ -180, ბოლოს – 183.

ატაცში პირველი იყო სომეხი ვარაზდატ ლალაიანი, რომელიც 210 კილოგრამს გაუმკლავდა.

მსგავსი