ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა (ფოტო)
ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა (ფოტო)

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრა დათმო.

ფინეთთან ფრესა და ბელარუსთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ტიტე კალანდაძის გუნდი საბერძნეთს დაუპირისპირდა და ვერაფერს გახდა. პირველი ტაიმი ბერძნებმა 14:11 მოიგეს, საბოლოოდ კი ხუთბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველომ ჯგუფში ლიდერობა დათმო და 3 ქულით მეორეზეა. პირველზე 2 მოგებითა და 4 ქულით საბერძნეთი დაწინაურდა. დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება – იტალია ფინეთს შეხვდება.

ხვალ, 17:00 საათზე, საქართველო ჯგუფში ბოლო შეხვედრას იტალიასთან გამართავს, რომელიც 1 მოგებითა და 2 ქულით მესამე ადგილს იკავებს.