ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს.

ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში – 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა.

შეფასების მიხედვით, საქართველო წინა პოზიციებზეა შემდეგ ქვეყნებს შორის – პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი, ლატვია, სლოვენია, მალტა, ესპანეთი, სლოვაკეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ხორვატია, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

კვლევას, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრი ატარებს.