ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი | საქართველო VS პორტუგალია - მატჩი, რომელიც ჯგუფიდან გამსვლელის ვინაობას გაარკვევს #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი | საქართველო VS პორტუგალია - მატჩი, რომელიც ჯგუფიდან გამსვლელის ვინაობას გაარკვევს #1TVSPORT

2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.

პორტუგალიელებს, რომლებსაც პირველი ორი რაუნდის შემდეგ 4 ქულა აქვთ, პლეი ოფში გასასვლელად ფრეც აძლევთ ხელს. საქართველოს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

 

საქართველო U21

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აქვს შანსი, გავიდეს მეოთხედფინალში. ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ მატჩის ბედი ორივე შემთხვევაში დამატებულ დროში გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. პირველ რაუნდში პოლონეთი დაამარცხეს (2:1), ფრანგებთან მატჩში კი რამაზ სვანაძის გუნდი 89-ე წუთამდე იგებდა, სანამ ლეპენანმა ანგარიში არ გაათანაბრა, ხოლო ტიმო ბარიმ 90+12 წუთზე ფრანგები წინ გაიყვანა. ახლა ქართველებს ძლიერ პორტუგალიასთან მოუწევთ თამაში, რომელსაც ამ ტურნირზე ჯერ გოლი არ გაუშვია.

ჯერაც უცნობია, ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ შეხვედრაში ცენტრალური მცველი საბა საზონოვი, რომელმაც საფრანგეთთან გოლი გაიტანა და გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურაა.

 

პორტუგალია U21

პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები C ჯგუფში ლიდერობს. მან პირველ რაუნდში ფრანგებთან ფრედ ითამაშა – 0:0.

პოლონეთთან მატჩი გაცილებით მარტივი იყო (5:0) – პორტუგალიელები ინიციატივას მატჩის დასაწყისიდანვე ფლობდნენ და პოლონელების კარში 100%-იანი სიზუსტით დაარტყეს – მათი რვავე დარტყმა პოლონეთის კარში წავიდა. გამარჯვება მხოლოდ დროის საკითხი იყო.

საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, პორტუგალიელთა მთავარ მწვრთნელს, რუი ჟორჟეს ხელში სერიოზული კოზირი უჭირავს – გუნდის სრული შემადგენლობა ჰყავს. პორტუგალიამ ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ორში გაიტანა ორ გოლზე ნაკლები.

პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსარჩევია მეკარე სამუელ სოარეში, რომელიც „ბენფიკაში“ ცდილობს დამკვიდრებას. მნიშვნელოვანი ფიგურაა თავდამსხმელთა დუეტი როჟე ფერნანდეში და ჯოვანი კენდა. ფლანგის შემტევებმა პოლონეთთან სამი გოლი გაიტანეს.

 

ევრო 2025-ის მესამე ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას ტრენჩინის სტადიონზე დაუპირისპირდება. 17 ივნისს შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.