ევროპის ახალგაზრდულ სიმბოლურ ნაკრებში ბუნდესლიგის შვიდი ფეხბურთელი მოხვდა
ევროპის ახალგაზრდულ სიმბოლურ ნაკრებში ბუნდესლიგის შვიდი ფეხბურთელი მოხვდა
სტატისტიკური პორტალის WhoScored-ის შეფასებების მიხედვით შეადგინეს TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების ახალგაზრდული სიმბოლური ნაკრები.
სიაში მოხვდა ბუნდესლიგის შვიდი წარმომადგენელი:
მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი) – რეიტინგი 6.81;
მცველები – აშრაფ ჰაკიმი (დორტმუნდი, 7.32), დაიოტ უპამეკანო (ლაიპციგი, 7.06), ბუბაქარ კამარა (მარსელი, 6.99), ალფონსო დევისი (ბაიერნი, 7.52);
ნახევარმცველები – კაი ჰავერცი (ლევერკუზენი, 7.24), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, 7.64), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი, 7.33);
ფორვარდები – მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნ, 7.35), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი, 8.14), ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი, 7.45).