ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტები 25 ივლისიდან გამოვლენ #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტები 25 ივლისიდან გამოვლენ #1TVSPORT

სლოვენიის ქალაქ მარიბორში 23-29 ივლისს ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება. ტურნირში ძიუდოისტები 25 ივლისიდან გამოვლენ.

ინდივიდუალური ასპარეზობები – 25-28 ივლისს, გუნდური შეჯიბრი კი 29 ივლისს ჩატარდება.

მარიბორში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:

ჭაბუკები:

50 კგ – შოთა ბაჩოშვილი

55 კგ – მერაბ სამადაშვილი

60 კგ – თორნიკე გიგაური

66 კგ – მათე გველესიანი

73 კგ – ირაკლი ქავთარაშვილი

81 კგ – გიორგი ბენდელიანი

90 კგ – საბა გველესიანი

+90 კგ – შოთიკო გოჩიაშვილი

გოგონები:

48 კგ – თამარ გიგოლაევი

63 კგ – ნანა დოლიაშვილი

70 კგ – ლიზი ქვარცხავა

+70 კგ – ნინო პაპიძე