ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში საქართველოს, როგორც ახალი და გამორჩეული მოთამაშის გაწევრიანების საკითხი განიხილება
ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში საქართველოს, როგორც ახალი და გამორჩეული მოთამაშის გაწევრიანების საკითხი განიხილება

ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში საქართველოს, როგორც ახალი და გამორჩეული მოთამაშის გაწევრიანების საკითხი განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს პროტონული თერაპიის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმში ISOP2019, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში იმართება.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სიმპოზიუმზე განხილული იქნება საქართველოს, როგორც დარგის ახალი და გამორჩეული მოთამაშის ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში (EPTN) გაწევრიანების საკითხი.

საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, „ქართუ ჯგუფის“ პროექტების მართვის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე თევზაძე.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება პირისპირ შეხვედრები მსოფლიოს წამყვან მკვლევარებთან, კლინიკებთან და სხვადასხვა პროტონული თერაპიის ცენტრების წარმომადგენლებთან.

სიმპოზიუმზე განხილული იქნება საქართველოს, როგორც დარგის ახალი და გამორჩეული მოთამაშის ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში (EPTN) გაწევრიანების საკითხი. ფორუმი ბელგიური კორპორაცია IBA-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ლუკ ჰერრემანმა გახსნა.