ევროპაში მასშტაბური ოპერაციის შედეგად საერთაშორისო შეიარაღებული დაჯგუფება გამოავლინეს
ევროპაში მასშტაბური ოპერაციის შედეგად საერთაშორისო შეიარაღებული დაჯგუფება გამოავლინეს

ლიეტუვის, ესტონეთის, ესპანეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის პოლიცის მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად საერთაშორისო შეიარაღებული დაჯგუფება გამოავლინეს.

სააგენტო „დელფის“ ცნობით, 22-წევრიანი დაჯგუფება ეჭვმიტანილია მკვლელობაში, იარღისა და ნარკოტიკის კონტრაბანდაში, ასევე ფულის გათეთრებაში. დაკავებულთა შორის უმრავლესობა ლიეტუვის მოქალაქეა, მათ შორის კრიმინალური დაჯგუფების 48 წლის ლიდერი, რომელიც პოლიციამ ესპანეთში დააკავა.

​გამოძიების ფარგლებში ნაპოვნია რვა მილიონი ევრო, ალმასები, ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა და ძვირადღირებული ავტომობილები. ასევე ამოღებულია ოთხ ტონაზე მეტი ნარკოტიკი და კონტრაბანდული სიგარეტი.

ევროპოლის ცნობით, დაჯგუფება ახორციელებდა ნარკოტიკისა და თამბაქოს ტრანსპორტირებას დიდ ბრიტანეთში, მიღებულ ფულს უკანონოდ ათეთრებდა პოლონეთში, შემდეგ კი ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში აბანდებდა. ​სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ დაჯგუფებამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გზით 2017-2019 წლებში დაახლოებით 680 მილიონი ევრო გაათეთრა.

როგორც ლიეტუვის პოლიციის გენრალურმა კომისარმა ლინას პიარნავასმა განაცხადა, საერთაშორიო დანაშაულებრივი დაჯგუფების კვალს სამართალდამცველებმა კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული დეიმანტას ბუგავიჩუსის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში მიაგნეს. ბუგავიჩუსი 2015 წლის 6 ნოემბერს კაუნასში მოკლეს.

დატოვე კომენტარი