„ევროპელი სოციალისტები“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ
„ევროპელი სოციალისტები“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯიას თქმით, მისი პარტია საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას მიიღებს.

როგორც ინჯიამ განაცხადა. დღეს კომიტეტზე დადგინდა კვოტები და იმ შემთხვევაში, თუ „მოქალაქეები“ გადაწყვეტენ, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ, ოპოზიციიდან ერთი მანდატი მათ დაეთმობათ.

„კომიტეტზე კვოტები დადგინდა. ორი არის ოპოზიციური პარტიიდან, ორი მმართველი პარტიიდან. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ იმ ორ კვოტაში თუ პარტია „მოქალაქეებს“ მოუნდებათ, რომელიმე ჩვენი წევრი დატოვებს და ადგილს „მოქალაქეებს“ დავუთმობთ. რაც შეეხება კომისიის მუშაობას, მე მქონდა წინადადება კომისიის მუშაობისას სახალხოდ გამოცხადდეს, რომ დარეგისტრირდნენ ის მოქალაქეები და ის თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია და უნდათ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ. ეს იყოს კომისია, სადაც მიიღებენ მინაწილეობას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება საზღვარგარეთიდან იყვნენ“, – განაცხადა ინჯიამ.

ცნობისთვის, დღეს, არჩევნევნებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა. კომისია ოთხი წევრისგან შედგება – ორი იქნება ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელი, ორი სახელისუფლებო ჯგუფის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კომისიაში მონაწილეობის მიღება ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლება.