„ევროპელი სოციალისტები“ გამოთქვამენ მზადყოფნას, შეუერთდნენ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს
„ევროპელი სოციალისტები“ გამოთქვამენ მზადყოფნას, შეუერთდნენ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტსაბჭო მიესალმებიან „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს და გამოთქვამენ მზადყოფნას, შეუერთდნენ აღნიშნულ დოკუმენტს.

„მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისკენ, რაც ასევე სრულად რეკომენდირებული და მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ აღნიშნული გადაწყვეტილება და ხელმოწერილ დოკუმენტში შემავალი მუხლების „ოცნების“ მიერ შესრულების პასუხისმგებლობა, საფუძველს უყრის სრულიად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას კიდევ უფრო რეალურს გახდის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

დატოვე კომენტარი