ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ელისეს სასახლეში შეიკრიბნენ
ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ელისეს სასახლეში შეიკრიბნენ

ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ელისეს სასახლეში შეიკრიბნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ერთ-ერთი პირველია იმ ლიდერებს შორის, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სასახლეში მიიღო.

შეხვედრას ესწრებიან ასევე დანიის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრამდე ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც ისაუბრა, თუმცა დეტალები უცნობია.

პარალელურად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ პარიზში შეკრებილი ევროპელი ლიდერები „უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების ხელშეშლაში“ დაადანაშაულა.

„ჩვენ მივესალმებით რუსეთ-ამერიკის დიალოგის განახლებას უმაღლეს დონეზე. გაგვიხარდა და გვესიამოვნა იმის გაგება, რომ დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ვრცლად ისაუბრეს“, – განაცხადა სიიარტომ.