ევროპელი ლიდერები ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
ევროპელი ლიდერები ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

ევროპელი ლიდერები ემანუელ მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, კონტინენტზე არსებული მშფოთვარე პერიოდის ფონზე, ევროკავშირს სჭირდება ევროპული პროექტის ერთგული საფრანგეთი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ხელახლა არჩეულ პრეზიდენტთან მუშაობას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, მოუთმენლად ელოდება ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ხმათა 58.2 პროცენტით იმარჯვებს.