ევროპელი კონსერვატორების წარმომადგენელი - საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მუდმივ პროგრესს აღწევს, თუმცა რჩება რამდენიმე შეშფოთების საგანი, რაც გადაჭრას საჭიროებს
ევროპელი კონსერვატორების წარმომადგენელი - საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მუდმივ პროგრესს აღწევს, თუმცა რჩება რამდენიმე შეშფოთების საგანი, რაც გადაჭრას საჭიროებს

საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მუდმივ და არსებით პროგრესს აღწევს ამ ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების პატივისცემის კუთხით, ამას ვაფასებთ, თუმცა რჩება რამდენიმე შეშფოთების საგანი, რაც გადაჭრას საჭიროებს, – ამის შესახებ ევროპელი კონსერვატორების წარმომადგენელმა, ბონ ვან პარერენმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომელზეც დღეს საქართველო მიერ ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.​

„ნებისმიერი ცვლილება მოითხოვს პოლიტიკური ნებას, მათ შორის ერთად მუშაობის ნებას. როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საერთო ეროვნული ინტერესი, ვიწრო პარტიულ სტრატეგიებზე მაღლა დააყენონ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად საჭირო ცვლილებები ვერ განხორციელდება.

კიდევ ერთი საკითხი არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების ძალისხმევა. ამ მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირება, რომელიც ახლა წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების მშენებლობის გზაზე, რჩება მთავარ შეშფოთების საგნად. ეს საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტული და გადაიჭრას. საბჭოთა ეპოქის დროინდელი ადმინისტრაციული კოდექსის სრული რეფორმირება გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს. მეტი ძალისხმევაა საჭირო ადმიანის უფლებების კუთხით ნებისმიერი დეფექტის აღმოსაფხვრელად. ადამიანის უფლებების დაცვის ყველა მექანიზმის ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა, განსაკუთრებთ ეს ომბუდსმენის ინსტიტუტს ეხება, სრულად უნდა იყოს დაფასებული და გაძლიერებული, თუ ეს საჭიროა.

დემოკრატიული საქართველო ევროპის ნაწილია. თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზაციის პროცედურების მკაცრ დაცვას, არამედ სახელმწიფოს მხრიდან მთავრი პრინციპების დაცვას. ევროპის საბჭომ გააძევა რუსეთი მისი აგრესიის გამო უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას მის ბრძოლაში აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ასევე ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა აჩვენოს ერთგულება დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობისადმი“,- განაცხადა ბონ ვან პარერენმა.