ევროპარლამენტარი იან ზაჰრადილი - კარგი ამბავი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტია
ევროპარლამენტარი იან ზაჰრადილი - კარგი ამბავი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტია

პარტია „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ პრეზიდენტი იან ზაჰრადილი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

„ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ პრეზიდენტი იან ზაჰრადილი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს.

ევროპის პარლამენტის წევრი თავის მილოცვაში აღნიშნავს, რომ საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა პოლიტიკაში გენდერული თანასწორობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„კარგი ამბავი პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის კუთხით, საფრანგეთში დაბადებული, ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტია”, – წერს ზაჰრადილი.

იან ზაჰრადილი ასევე ულოცავს საქართველოს კონსერვატიულ პარტიას, ევროპული კონსერვატიული ალიანსის წევრს, მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებას.