ევროპელი დეპუტატები Amazon-ს მოუწოდებენ, უარი თქვას საბჭოთა სიმბოლოკიანი პროდუქციის გაყიდვაზე
ევროპელი დეპუტატები Amazon-ს მოუწოდებენ, უარი თქვას საბჭოთა სიმბოლოკიანი პროდუქციის გაყიდვაზე.
კამპანიას სათავეში ლიეტუველი კანონმდებლები უდგანან. ევროპარლამენტის წევრ ანტანას გუოგას თქმით, კომუნისტური რეჟიმის სიმბოლიკა მას და მილიონობით ევროპელს ახსენებს სისხლიან რეჟიმს, რომლის აგრესიაც თითოეული ოჯახმა იწვნია.
ინტერნეტ მაღაზია Amazon-ის ხელმძღვანელ ჯეფ ბეზოსის სახელზე შედგენილ წერილს ხელს 27 ევროდეპუტატი აწერს. გზავნილში კანონმდებლები ბეზოსს „ბნელ საბჭოთა წარსულს“ახსენებენ.
„ისეთი პროდუქცია, როგორიცაა მაისურები, დროშები, სუვენირები, რომლებზეც საბჭოთა სიმბოლიკაა აღბეჭდილი და რომლებიც ფაქტობრივად ხოტბას ასხამენ ტოტალიტარულ საბჭოთა რეჟიმს და ფაქტობრივად უგულებელყოფენ მილიონობით ევროპელის გრძნობებს“, – ნათქვამია წერილში.
ლიეტუველი დეპუტატები მოუწოდებენ Amazon-ს, მიბაძონ ამერიკულ სუპერმარკეტ Wallmart-ს, რომელმაც საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღო.