„ევროპეისკაია პრავდა“ - ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას ხმა არ მისცეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სერბეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის დელეგაციებმა
„ევროპეისკაია პრავდა“ - ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას ხმა არ მისცეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სერბეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის დელეგაციებმა

უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ევროპის საბჭოს 46 წევრიდან ექვსი ქვეყნის დელეგაციამ ხმა არ მისცა ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვას.

როგორც მედია წერს, ეს ქვეყნებია – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. მედიის ცნობით, აღნიშნული სახელმწიფოების წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება 216 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ევროპის საბჭო ოფიციალურად დატოვა.