ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში მიღებული კანონმდებლობის შეფასების პროექტი დაიწყო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში მიღებული კანონმდებლობის შეფასების პროექტი დაიწყო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, დაიწყო საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ათი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობის შეჯამების პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში წევრობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა და ექსპერტებმა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სფეროების შესაბამისად, იმსჯელეს კონკრეტულ საკითხებზე, რაც უკავშირდება 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შეფასებას და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობას.

„პროექტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეჯამდება, რის საფუძველზეც საქართველოში ინერგება ევროპული სტანდარტი საზოგადოების ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის მხარდაჭერით და ევროკავშირის საკითხებში ექსპერტების, ეკატერინე ქარდავას და იოსებ ნანობაშვილის მონაწილეობით განხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.