ევროპაში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება

11:18, 14.08.2026

გერმანიის დასავლეთ რეგიონებში, ბელგიის საზღვართან ახლოს გაჩენილი ხანძრის გამო 1 800 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარმა 25 ჰექტარის მასივი მოიცვა. ხანძრის ჩაქრობას ათობით მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ტყის ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთშიც. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ლანდის რეგიონის სოფლებში ტყის ხანძრის გამო 500-ზე მეტი მცხოვრების ევაკუაცია მოახდინეს. მედიის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას რეგიონში 500-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ხანძრის ჩაქრობის საქმეში ჩართულია 6 ვერტმფრენიც.

ძლიერი ქარის შედეგად ხანძრის კერები გაძლიერდა ხორვატიაშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურისტულ ქალაქ ომიშიდან საჭირო გახდა ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია. ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, ინგლისში სტურბრიჯში ხანძარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად გოლფის მოედნის მახლობლად გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით სახლებსა და შენობებზე გავრცელდა.

მსგავსი