ევროპაში ქალთა ფეხბურთის გულშემატკივართა რიცხვი 144 მილიონიდან 328 მილიონამდე გაიზრდება, კომერციული ღირებულება - 116 მილიონიდან 686 მილიონამდე #1TVSPORT
ევროპაში ქალთა ფეხბურთის გულშემატკივართა რიცხვი 144 მილიონიდან 328 მილიონამდე გაიზრდება, კომერციული ღირებულება - 116 მილიონიდან 686 მილიონამდე #1TVSPORT

უეფა-მ გამოაქვეყნა ანგარიში ქალთა ფეხბურთის მაღალი კომერციული პოტენციალის შესახებ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქალთა ევრო 2022-მა, აგრეთვე ქალთა ჩემპიონთა ლიგის ახალმა ფორმატმა აჩვენა ქალთა ფეხბურთის პოპულარობა და პოტენციალი,

უეფა აღნიშნავს, რომ დღეისთვის ევროპაში ქალთა ფეხბურთს 144 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს. ორგანიზაციის პროგნოზით, 2033 წლისთვის ეს რიცხვი 328 მილიონს მიაღწევს.

უეფა-ს შეფასებით, ევროპული ქალთა ფეხბურთის ამჟამინდელი კომერციული ღირებულება 116 მილიონ ევროდ არის შეფასებული. პროგნოზის საბაზო სცენარით, 2033 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება 552 მილიონამდე, ოპტიმისტური პროგნოზით კი ეს შეიძლება იყოს 686 მილიონი.

ევროპულ ქალთა ფეხბურთში მედიაუფლებების ღირებულება შეფასებულია 35 მილიონ ევროდ, 2033 წლისთვის ზრდის პოტენციალი კი უნდა იყოს – 256 მილიონი.