ევროპასა და ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა
ევროპასა და ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა

საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 11 პროცენტით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76,7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184,1 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ თანხებში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19 პროცენტი შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: დიდი ბრიტანეთი – 34% (103 724), იაპონია – 30% (201 275 ბოთლი), პოლონეთი – 27% (3 026 652) და აშშ – 3% (456 376). ზრდა ფიქსირდება ევროპის მიმართულებითac: რუმინეთი – 477% (99 774), ჩეხეთი – 69% (57 708), ნიდერლანდები – 41% (72 249), ლიეტუვა – 19% (439 980), საფრანგეთი – 15% (113 885), ესტონეთი – 11% (509 840), ლატვია – 10% (1 612 234), გერმანია – 9% (439 638), ასევე კანადა – 7% (173538) და ა.შ.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ღვინის ექსპორტი ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებითაც გაიზარდა, კერძოდ: თურქმენეთი – 102% (135 294), ყირგიზეთი – 34% (179 610), აზერბაიჯანი – 31% (146 256), მონღოლეთი – 27% (214 398), უკრაინა – 24% (9 525 172), ყაზახეთი – 10% (3 396 452), რუსეთი – 11% (48 587 707), სამხრეთ კორეა – 275% (68 124), სინგაპური 6700% – (40 800) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი.