ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური - ვაშინგტონი მზადაა დროულად უპასუხოს ევროპაში რუსეთის შესაძლო აგრესიას
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური - ვაშინგტონი მზადაა დროულად უპასუხოს ევროპაში რუსეთის შესაძლო აგრესიას

რუსეთთან ომის შემთხვევაში, აშშ-ს კალინინგრადში განთავსებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის გადალახვის გეგმა აქვს, – ამის შესახებ ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა განაცხადა.

გენერალ ჯეფრი ლი ჰარიგიანის თქმით, ვაშინგტონი მზადაა დროულად უპასუხოს ევროპაში რუსეთის შესაძლო აგრესიას. ამერიკელ გენერალს გეგმის დეტალებზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა გამოცემა „ბრეიქინგ დიფენსი“ წერს, რომ ამ შემთხვევაში ყოველმხრივი შეტევა განხორციელდება, მათ შორის დარტყმები ჰაერიდან, ხმელეთიდან, ზღვიდან, კოსმოსიდან, კიბერსივრცეში და რადიოლექტრონულ სისტემებზე.

ევროპაში რუსეთის საფრთხეზე საუბარი განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის და დონბასში რუსული ჯარების შესვლის შემდეგ გააქტიურდა, თუმცა მოსკოვში ამბობენ, რომ რუსეთს ევროპის ქვეყნებზე თავდასხმის გეგმა არ აქვს.

ბალტიისპირეთის ქვეყნების მახლობლად რუსეთს 760 ტანკი ჰყავს განთავსებული.

დატოვე კომენტარი