ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევას ულოცავს
ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევას ულოცავს

ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფი უმრავლესობასა და ოპოზიციას საქართველოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ულოცავს.

„საქართველოში 2020 წლის არჩევნების წინ საარჩევნო რეფორმაზე პარტიათაშორისი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ევროპარლამენტში სოციალისტები და დემოკრატები ულოცავენ როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციურ ძალებს და ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები დიალოგის სულისკვეთებით გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად“, – ნათქვამია „სოციალ-დემოკრატების“ განცხადებაში.

„მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას შეთანხმების მიღწევისთვის, რომელიც წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს არა მხოლოდ 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ საქართველოში ასე საჭირო პოლიტიკური სტაბილურობისთვის. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, შეინარჩუნონ ეს სულისკვეთება და განაგრძონ ერთად მუშაობა,რათა კვირის შეთანხმება კანონად იქცეს რა შეიძლება მალე, ასევე საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე. მოახლოებული არჩევნების ფონზე, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მედიისთვის თანაბარი წვდომისა და საზოგადოებრივ და კერძო სამაუწყებლო პროგრამებში პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტული და არადისკრიმინაციული გაშუქების უზრუნველყოფას“, – განაცხადა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის თანამომხსენებელმა სვენ მიქსერმა.

ამასთან, „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის, კატი პირის განცხადებით, იმედის მომცემია იმის ხილვა, რომ კვირას მიღწეულ შეთანხმებაში საარჩევნო რეფორმასთან ერთად, მთავარი პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს მართლმსაჯულების ინსტიტუტების პოლიტიზაციად.

„იმედის მომცემია იმის ხილვა, რომ კვირას მიღწეულ შეთანხმებაში საარჩევნო რეფორმასთან ერთად, მთავარი პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული საქართველოს მართლმსაჯულების ინსტიტუტების პოლიტიზაციად, როგორიცაა ოპოზიციიონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სასამართლო საქმეები და მართმსაჯულების სისტემაში დანიშვნები, რომლებიც კითხვებს აჩენს. კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის საკვანძო დემოკრატიის სწორად ფუნქციონირებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, როგორც ევროკავშოროს ასოცირებულ პარტნიორს, თავის სასამართლო სისტემაში დაიცვას ეთიკის უმაღლესი სტანდარტები და ხელშეუხებლობა.

სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობა უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობისთვის, არამედ ასევე ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე ვუდასტურებთ ქართველ ხალს, რომ ევროკავშირს არ დავიწყებია, თუ რა მოხდა 2008 წელს. ჩვენ არასდროს მივიღებთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. სოციალისტები და დემოკრატები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა კატი პირიმ.