ევროპარლამენტში შიშობენ, რომ ავღანეთიდან ნატო-ს ძალების გასვლისა და მთავრობის ჩამოშლის შემდეგ, ქვეყანაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენა გაიზრდება
ევროპარლამენტში შიშობენ, რომ ავღანეთიდან ნატო-ს ძალების გასვლისა და მთავრობის ჩამოშლის შემდეგ, ქვეყანაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენა გაიზრდება

ევროპარლამენტში შიშობენ, რომ ავღანეთიდან ნატო-ს ძალების გასვლისა და მთავრობის ჩამოშლის შემდეგ, ქვეყანაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენა გაიზრდება. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ევროკავშირს სჭირდება ახალი სტრატეგია ავღანეთისთვის და მთელი რეგიონისთვის, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, რომ რუსეთს და ჩინეთს სწრაფად შეუძლიათ შეავსონ ავღანეთში გაჩენილი ვაკუუმი“, – ნათქვამი განცხადებაში.

ევროდეპუტატების თქმით, პაკისტანს, ირანს, ინდოეთს უნდა მოუწოდონ, რათა მათ კონსტრუქციული როლი შეასრულონ ავღანეთში.

„კრიტიკული და დრამატული“ მოვლენების ფონზე ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ყველა მხარეს, იზრუნონ ავღანეთიდან უცხოელი და ავღანეთის მოქალაქეთა უსაფრთხო ევაკუაციაზე.

„ჩვენ მორალური პასუხისმგებლობა გვაკისრია მათ წინაშე, ვინც მუშაობდა ევროკავშირის სტრუქტურებში, ნატო-ს პარტნიორებთან და საერთაშორისო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი და ავღანეთთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე პეტრას აუსტრევიჩიუსი.