ევროპარლამენტში მოხვდა 24 წლის იუთუბერი, რომელიც კვიპროსში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს

18:40, 10.06.2024

ევროპარლამენტში მოხვდა 24 წლის იუთუბერიც. კვიპროსში ამომრჩევლებმა იუთუბვარსკვლავი ფიდიას პანაიაიოტოუ დამოუკიდებელ დეპუტატად აირჩიეს.

თავისი ხუმრობებითა და კომედიური ვიდეორგოლებით ცნობილ ფიდიასს იუთუბზე 2,6 მილიონი გამომწერი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და საკუთარ თავს „პროფესიონალს უწოდებს შეცდომების დაშვებაში“, მისმა კამპანიამ ახალგაზრდა ამომრჩევლების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა.

მსგავსი