ევროპარლამენტში განაცხადეს, რომ ევროკავშირში სამოგზაუროდ საჭირო ციფრულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხება მიღწეულია
ევროპარლამენტში განაცხადეს, რომ ევროკავშირში სამოგზაუროდ საჭირო ციფრულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხება მიღწეულია

ევროპარლამენტში განაცხადეს, რომ ევროკავშირში სამოგზაუროდ საჭირო ციფრულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხება მიღწეულია. როგორც ცნობილია, დოკუმენტში მოცემული იქნება ინფორმაცია, რომ ევროპაში მოგზაურობის მსურველს გაკეთებული აქვს ვაქცინა, ჩატარებული აქვს კოვიდტესტი ან გადატანილი აქვს „კოვიდ-19“.

გამონაკლისის სახით, ევროკავშირის მოქალაქეები ციფრულ სერტიფიკატს იმ შემთხვევაშიც მიიღებენ, თუ ისინი ამ პირობებიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებენ. დოკუმენტის მიღება შეეძლებათ იმ ადამიანებსაც, ვისაც ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ე.წ. მწვანე სერთიფიკატს, რომელიც ტურისტებს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში მოგზაურობის საშუალებას მისცემს, მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ, ვისაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული. დღეის მონაცემებით, ასეთია კომპანია „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინები.

თუმცა, ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებს ექნებათ უფლება, ასევე დაუშვან ის მოგზაურები, ვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული, მათ შორის ჩინური „სინოფარმი“ და „ასტრაზენეკას“ ინდური ვარიანტი „კოვიდშილდი“.

სამოგზაურო დოკუმენტის ოფიციალური სახელწოდება იქნება „ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერტიფიკატი“.