ევროპარლამენტში დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხს განიხილავენ

11:07, 30.08.2018

ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხს დღეს განიხილავენ.

როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი ანგარიშის წარდგენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იგეგმება. 

დღესვე, კომიტეტში უკრაინასა და მოლოდოვასთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზეც იმსჯელებენ.

მსგავსი