ევროპარლამენტმა, შესაძლოა, იმუნიტეტი მოუხსნას ოთხ პოლონელ ევროდეპუტატს, რომლებსაც მიგრანტების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში სდებენ ბრალს
ევროპარლამენტმა, შესაძლოა, იმუნიტეტი მოუხსნას ოთხ პოლონელ ევროდეპუტატს, რომლებსაც მიგრანტების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში სდებენ ბრალს

პოლონელ ევროდეპუტატებს მიგრანტების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში სდებენ ბრალს, რის გამოც მათ, შესაძლოა, იმუნიტეტი მოუხსნას.
როგორც „ევროაქტივი“ წერს, საუბარია ოთხ ევროდეპუტატზე, რომელთაგან ორი – ბეატა მაზურეკი და ტომაშ პორებნა – პოლონეთის მმართველი პარტიის, „კანონისა და სამართლის“ წევრები არიან, და ასევე ბეატა კემპსა და პატრიკ იაკზე, რომლებიც მმართველი პარტიის კოალიციურ პარტნიორ პოლიტიკურ გაერთიანებას, „სუვერენული პოლონეთს“ წარმოადგენენ.

„ევროაქტივის“ ცნობით, სკანდალი უკავშირდება დეპუტატების მიერ 2018 წელს გამართულ არჩევნებამდე გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პოლონეთში ძალადობრივი თავდასხმებისა და გაუპატიურებების რიცხვის ზრდა მუსლიმ მიგრანტებს უკავშირდება.

ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტში ოთხი პოლონელი ევროდეპუტატისთვის ხელშეუხებლობის გაუქმების საკითხზე რეკომენდაცია დღეს უნდა გასცენ. მოგვიანებით ამ საკითხს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.