ევროპარლამენტმა სანქციები დაუწესა ლატვიელ ევროპარლამენტარს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს
ევროპარლამენტმა სანქციები დაუწესა ლატვიელ ევროპარლამენტარს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს

ევროპარლამენტმა სანქციები დაუწესა ლატვიელ ევროპარლამენტარს, ტატიანა ჟდანოკას, რომელიც მიმდინარე წელს მედიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. სანქციების საფუძველზე, ევროპარლამენტარმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა 1 750 ევროს ოდენობით, მას ასევე აეკრძალება ევროპარლამენტის წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულება ივლისში მანდატის დასრულებამდე.

იანვარში რუსულმა საგამოძიებო გაზეთმა, „ინსაიდერმა” დაწერა, რომ ტატიანა ჟდანოკა წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისთვის. თავად  ჟდანოკამ უარყო ბრალდებები და უთხრა ევროპარლამენტარებს თებერვალში, რომ ის მხოლოდ „მშვიდობის აგენტი იყო“.

ლატვიური მედია გასულ თვეში წერდა, რომ ლატვიის უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ევროპარლამენტმა დაიწყო საკუთარი ადმინისტრაციული გამოძიება და პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოაცხადა სანქციების სერია ჟდანოკას წინააღმდეგ.