ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომ მალტის პრემიერის თანამდებობაზე დარჩენა დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის გამოძიებას ხელს შეუშლის
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომ მალტის პრემიერის თანამდებობაზე დარჩენა დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის გამოძიებას ხელს შეუშლის

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, მალტის პრემიერი ჯოზეფ მუსკატი თანამდებობაზე თუ დარჩება, ჟურნალისტ დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის გამოძიებას ხელი შეეშლება.

რეზოლუციას მხარი 581-მა დეპუტატმა დაუჭირა, 26 წინააღმდეგი წავიდა.

„ბოლო წლების განმავლობაში მალტაში განვითარებული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

მალტის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე განაცხადა, რომ თანამდებობას იანვარში დატოვებს. მისი გუნდი 2017 წელს მოკლული ჟურნალისტის საქმეში ფიგურირებენ.

ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიცია 2017 წელს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ჟურნალისტი მალტის ხელისუფლების წევრების კორუფციულ საქმიანობას იძიებდა.